ბაირონი ჯორჯ
გაზიარება

* * * "ხომ დამიტირებ დაუძლურებულს?" (მთარგმნელი: დათა აჯიაშვილი) 

ხომ დამიტირებ დაუძლურებულს?
გთხოვ, გამაგონე კვლავ ეგ სიტყვები,
რა, მოიწყინე? მაშ, გევედრები -
კვლავ ჩემზე ფიქრით ნუ დაიღლები.

დამძიმდა გული უიმედობით
და ძლივსღა სუნთქავს მკერდი წვალებით,
როცა მოვკვდები, სასუფეველთან
შენ მეყოლები მტირალ თვალებით.

ხან მეჩვენება, მბჟუტავი სხივით
ნათდება, თითქოს, ტანჯული სული,
წამით, ტკივილი ქრება ყოველი,
რამეთუ ვიცი, ჩემთან ხარ გულით.

დალოცვილ იყოს ყოველი ცრემლი,
რომელიც ჩემთვის შენ ჩამოგვარდა,
ვისაც არასდროს არ უტირია -
ის ძვირფასია მისთვის ორმაგად.

ძვირფასო! ისე, ვითარცა შენსას,
ერთჟამს ჩემს გულსაც ათბობდა ვნება,
ახლა კი, უკვე სნეულს და უძლურს
აღარ სჭირდება ხიბლი, მშვენება.

ხომ დამიტირებ დაუძლურებულს?
გთხოვ, გამაგონე კვლავ ეგ სიტყვები,
რა, მოიწყინე? მაშ, გევედრები -
კვლავ ჩემზე ფიქრით ნუ დაიღლები.

??????