გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

ნეტავ ვისთვის... ექსკლიუზივი

ორი ვარცლი ლიცლიცებს,
ორი ვარცლი უფსკერო:
ერთი -გოლეულისა,
ერთიც - ცეცხლის ვარცლი;
ვდგავართ გამჭირვალენი...
ფიქრობს ჩვენში უფალი,
სულსაც თვალწინ გაიფენს,
ხორცსაც შემოგვაცლის,
რიტუალთა ფასადებს
შემოგვამსხვრევს გულგრილად,
ყოველ ცრემლში ჩაგვხედავს,
ყოველ ღიმილს გაცრის;
ყოველ სიტყვას თავდაღმა
ჩაჰკიდებს და ჩაჰყვება, -
ფსკერზე უნდა იხილოს,
უნდა ჩაიჭვრიტოს:
სახმო იოგებამდე
რა ჯვალოთიც იარა,
იმავეთი გვეჩვენა? –
ისე ითქვა ვითომ?!
და ღვთაებრივ კბილებშიც 
ეჭვით გაიწკრიალებს:
მართებს ეჭვის გაფანტვა
კეთილშობილ ლითონს!
მადლსაც უნდოდ ფადახსნის,
როგორც ატლას ბროწეულს,
გარეთ - გასაგებია,
შიგნით რაა - ნახოს...
ქველი საქმის წიაღშიც,
ვით ათასი მარცვალი,
ათასფერი მიზეზი
და მიზანი სახლობს;
... ვერცა მხოლოდ საქმითა
მოიზომოს ვერავინ
გოლეულის ჭალებში
სულის სამოსახლო.
ატლასები ქარს მიაქვს...
ვდგავართ გამხელილები
მარცვალ-მარცვალ-მარცვალ,
შიგნიდან და ახლოით...
ნეტავ ვისთვის მუშაკობს
ბედნიერი უფალი,
ნეტავ ვისთვის მარგლავს
სულთა სამოსახლოებს
გოლეულის ჭალაში.

??????