გოჩიაშვილი ელა
გაზიარება

როგორ შემკრთალხარ ექსკლიუზივი

მოგიტანია ის ძველი სიტყვა
და სინანულით მზიმე ბეჭები.
მოდი, ღიაა...
და მეც შინა ვარ -
არარსებულზე ლექსის მბეწველი.
რას ვიფიქრებდი, ბეჩავი ლექსი
ერთ ხეს გრიგალად გადაუვლიდა...
როგორ შემკრთალხა, მარად ძვირფასო,
სად წამსვლელი ვარ ჩემი გულიდან.
მოდი, შინა ვარ -
დარდის გორგლიდან
არარსებულზე ლექსის მბეჭველი.
ან სადღა წავალ -
გაცემულია მწვანე ბეჭედი.

??????