ხალხური
გაზიარება

საფიხვნოს სხედან ქალები 

საფიხვნოს სხედან ქალები
შვლისა და ხოხბის დარები,
ტკბილად უბნობენ ერთმანეთს
გაუღეს გულის კარები.
წინ არყებ ჩამაირიგეს
ხილის და ანწლისანები.
უცხოდ რამ აუციმციმდათ
წარბებ ქვეშ გიშრის თვალები.
ხინკალსა სჭამენ, ნიკაპზე
ჩამასდით ერბოს ცვარები,
არც საქმეს ჩამორჩებიან
ააბზრიალეს ჯარები,
იგეთა ბაწარს ართავენ, 
როგორც ფანდურის ლარები.
უნდა დაქსოვონ ჩითები,
თბილ წინდა-ტალავარები.
საფიხვნოს სხედან ქალები
მწყემსადა ჰყავისთ ქმარები
ფურნი ლაღობენ, ავაჰმე,
გვერდს არ უდგანან ხარები.
მალ მოვლენ, მიეგებიან,
არ ერცხვინებათ თავები.
ძარღვებში სისხლი იჩქამლებს,
შუბლს გადეყრებათ ღარები,
განა კი არყით არიან -
სიყვარულისგან მთვრალები.

??????