ახმატოვა ანა
გაზიარება

ცისფერთვალება მეფე (მთარგმნელი ხომერიკი ბესო) 

ტკივილი დასწვდა თხემიდან ტერფებს,
აღარ მყავს ცისფერთვალება მეფე.

დახუთულ საღამოს გავცქერდი გზას.
დაბრუნდა ქმარი და ხმადაბლა თქვა

"ნადირობისას დაფლითა ტახმა,
მე ასე მითხრა, იქ შემსწრე ხალხმა,

ეხ! ძლიერ გლოვობს მას დედოფალი,
სულ ერთ ღამეში, გათეთრდა ქალი".

შემდეგ კი დასწვდა ის ჩიბუხს თავისს
და სამსახურში წავიდა, ღამის"

შვილს გავაღვიძებ, შუა ღამეში,
მინდა ჩავხედოცისფერ თვალებში.

იჭორავებენ ფოთლები ჩემზე:
"აღარ ყავს, ცისფერთვალება მეფე"...

??????