ახმატოვა ანა
გაზიარება

უკანასკნელი შეხვედრის სიმღერა (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

გულში რაღაც იმსხვრეოდა, მაგრამ მაინც
ვცადე მშვიდად დარჩენა,
ერთმანეთში ავურიე ხელთათმანი
მარჯვენა და მარცხენა.

მომეჩვენა ერთიორად უფრო მეტი
კიბის საფეხურები,
შემოდგომის ნეკერჩხლებმაც მიწილადეს
მწუხარება ულევი.

თქვეს, რომ ბედმა უკუღმართმა მოატყუათ,
დაავიწყათ სიცილი,
მენიშნა და ვუპასუხე, რომ მინდოდა
მათთან ერთად სიკვდილი.

სახლს გავხედე ჩაბნელებულს, დამწუხრებულს
განშორების სიმღერით,
საწოლ ოთახს ანათებდა მხოლოდ მკრთალად 
სანთლის შუქი ყვითელი..

??????