ახმატოვა ანა
გაზიარება

აჩრდილი (მთარგმნელი ხომერიკი ბესო) 

მაღალი და ამაყი,კოხტად გამოწყობილი,
რად მოჰყევი მითხარი,ჩემს დაღუპულ წლებს,
რად მიყურებს ეტლიდან,გამჭვირვალე პროფილი,
მახსოვრობა ულმობლად,ჩემს თვალწინ რომ დებს?

მახსენდება კამათი-ჩიტს გავხარ თუ ანგელოსს
მივამსგავსე ტირიფს,შენი ტანი თხელი,
ესეთ თვალებს ვერ ნახავ,თუნდ მსოფლიო დაგევლოს
წამწამებში ანათებს,გამოხედვა მწველი

მაპატიე აჩრდილო,სულ ფლობერის ბრალია
უძილობა მახსენებს ცხრაასცამეტ წელს
დარიალის მშვენებას,მაგ შენს სახეს მადლიანს
იმ კამკამა ცასა და იმ მშვენიერ დღეს

გამახსენდა..ალბათ ესეც,სულ არ იყო საჭირო
გაზაფხულმა გამახსენა,მაპატიე აჩრდილო.

??????