ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "მოკლე და მკვეთრი მისი სახელი" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

მოკლე და მკვეთრი მისი სახელი
მესმის. მუხლები მეკვეთებიან,
ხოლო თვალები ღამენათევი,
შეგვიბრალეო, მევედრებიან.

დავხეტიალობ.

ბილიკს დავეძებ
მოჭრილ მორებში, მინდვრებზე, ხნულზე,
ნიავს კი ახლავს ის სურნელება,
როგორც სჩვევია მას გაზაფხულზე.

აღარ მიდგება გული საგულეს,
ფიქრით დავყვები შორეულ გზებზე:
ის ცოცხალია, ის მხიარულობს,
ის ბედავს, სულაც არ წუხდეს ჩემზე.

??????