ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "სულ დაგვივიწყეს მზის სხივებმა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

სულ დაგვივიწყეს მზის სხივებმა,
ყვეთლდება ბალახი
და უსიცოცხლო მინდვრებს ფარავს
ჭყაპი და ტალახი.

ვიწრო არხებში წყალმა უკვე
ხმაური შეწყვიტა
და ნაადრევი თოვლის ფიფქი
მეფრქვევა ზეციდან. 

ტირიფმა ჩრდილი ჰორიზონტზე
მარაოდ გაშალა, 
იქნება სჯობდა, რომ მე შენი 
ცოლი არ გავმხდარვარ.

მზის ოქროსფერი ათინათი
ნატვრად მაქვს ქცეული,
ამაღამ, ალბათ, მობრძანდება
ზამთარი გრძნეული.

??????