ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "უკანასკნელად შევხვდით" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა) 

უკანასკნელად შევხვდით მაშინ სანაპიროზე,
ნევასთან ახლოს _ როგორც ყოველთვის,
ლაპარაკობდი ზაფხულზე და იმაზე, თუ რა
უაზრობაა ქალი-პოეტი.

ო, როგორ მახსოვს პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე,
მეფის სასახლე _ გუმბათმაღალი.
ქალაქში რაღაც საოცარი იდგა სინათლე
და მაღლდებოდა ნევაში წყალი.

მეჩვენებოდა, თითქოს გულმა შეწყვიტა ძგერა, 
ხოლო გარემო სამოთხეს ჰგავდა
და მე ვმღეროდი უკანასკნელ შეშლილ სიმღერას,
ვაი, რომ შენი დაკარგვის ფასად.

??????