ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "გაზაფხულამდე იცის დღეები" (მთარგმნელი ჯიქია ეკა) 

გაზაფხულამდე იცის დღეები,
როცა სქელ თოვლქვეშ
ისვენებს მიწა,
მხიარულობენ ხმელი ხეები,
თბილი ნიავი მკვრივდება იმწამს
სხეულს სიმსუბუქე თვისი აოცებს
გიჭირს საკუთარი სახლის ცნობა
და სიმღერით, რომლითაც 
უკვე გაბეზრდი,
ახალივით აკვნესებს გრძნობა.

??????