ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "დღეს მე წერილი არ მიმიღია" (მთარგმნელი მიქაძე მაიკო) 

დღეს მე წერილი არ მიმიღია:
ის ან წავიდა ან დავავიწყდი;
გაზაფხულია როგორც სიმღერა,
ყურეში მარტოდ ქანაობს გემი.
დღეს მე წერილი არ მიმიღია . . . 

ის ჩემთან იყო ცოტა ხნის წინათ,
მოსიყვარულე, შმაგი და ჩემი,
მაგრამ ეს იყო ზამთარში თეთრად,
ახლა სევდაა და გაზაფხული,
ის ჩემთან იყო ცოტა ხნის წინათ . . .

ხემის სათუთი ხმა მესმის ისევ,
სიკვდილისმგვრელი ფეთქავს ტკივილი,
მე მეშინია გულის დაფერფვლის,
და ამ სტრიქონთა არდამთავრების . . .

??????