ახმატოვა ანა
გაზიარება

*** "უკანასკნელად" (მთარგმნელი ჯიქია ეკა) 

უკანასკნელად სანაპიროზე შევხვდით,
სადაც ყოველთვის ვხვდებოდით უწინ.
მაღალი იყო ნევაში წყალი
და წყალდიდობას ქალაქი უფრთხის.

ის საუბრობდა ზაფხულზე და რომ
ქალი-პოეტი _ ეს სირეგვნეა.
მე ასე მახსოვს სახლები მეფის,
ციხესიმაგრე პეტრე-პავლესი! _
ჰაერი სულაც არ იყო ჩვენი
- საამო იყო, ვით მადლი ღმრთისა
და ზუსტად იმ დროს მეღირსა მაშინ
ხმა უკანასკნელ შლეგ სიმღერისა.

??????