ჰესე ჰერმან
გაზიარება

ჯადოქრის ბავშვობა (მთარგმნელი დვალიშვილი თამარ) 

ისევ და ისევ შენს წიაღში გული მიმიწევს, 
გარდასულ დროთა გადმონაშთო, სათნო თქმულებავ, 
შორიდან შენი სიღრმეები გულს მიჩქროლებენ 
შენით ვიცინი, შენით ვოცნებობ, შენით ვტირივარ.

დროთა სიღრმიდან ამოთქმული ჯადოსნური ხმა 
გულისთქმას ჩემსას იდუმალი ნისლებით მოსავს, 
და მეჩვენება სიმთვრალით და ზმანებით მოცულს 
შორიდან მიხმობ, უსასრულოდ მიხმობ შორიდან.

??????