აბუსელიძე როინ
გაზიარება

ფრიდონ ხალვაშს 

საქართველოს პოეტი სულით უნდა ებაროს,
მაგრამ თუკი დასვრილი სისხლის ნიღბით შენიღბეს,
გულთან ახლოს მიგვაქვს და მაინც ისე ხდება რომ
გულით დააქვს ქვეყანა მხოლოდ რამოდენიმეს.

ერთით ნაკლებს ცხადია დაითვლიან დღეიდან,
არ ვარდება ფოთოლიც ღვთის გარეშე ხიდანო -
ასე უთქვამთ და ტკივილს რასაც სისხლში შევიტანთ,
სანამ გულს არ გაივლის როგორ გამოვიტანოთ?

არ მესმის და ზარები რეკენ სადღაც წყვეტილად,
ისტორიამ ისროლა საუკუნის დამბაჩა,
დღეს ვრწმუნდები ბევრისთვის რაც არ გადარჩენილა -
დღეს რწმუნდება ბევრი რომ პოეტებში გადარჩა.

ბოლო დროის ეპოქაც პოეზიას ითხოვდა,
დრომ დამალა წარსულის მორყეული შტატივი,
რაღაც შიშის მაგვარი შემოიჭრა თითქოს და
საუკუნე გადატყდა ჯვარდასმული მჭადივით.

ვიღაცისთვის ეს ლექსიც რითმაა და რიტმია,
მე კი ვრჩები თანახმა დამემატოს ის ცოდვაც,
ხოლო როცა მოვკვდებით მერე ჩვენზეც იტყვიან -
”წუხელ ვისაც მარხავდა საქართველომ იცოდა”

??????