აკუტაგავა რიუნოსკე
გაზიარება

სამი ლარი 

1
ტყე. სამი ავაზაკი ჩხუბით იყოფს ნაქურდალ ლარებს: სწრაფმავალ ჩექმებს, უჩინმაჩინის
ლაბადას და ფოლადის მჭრელ მახვილს. თუმცა, ერთი შეხედვითვწ ჩანს, რომ სამივე უვარგისი
ძველმანია.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ლაბადა აქ მომეცით.
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი : გეყოთ ყბედობა. მახვილი მე მომეცით. ეჰ, ჩექმები მოუპარიათ.
მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ეს ხომ ჩემი ჩექმებია! შენ მე მომპარე.
პ რ ი ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: კარგით, კარგოთ. ლაბადა მაინც ჩემი იქნება.
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ნამდვილი ძაღლი! რატომ არ მაძლევ?
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: გეყოფათ, გეყოფათ! თქვენ რა, ჩემი მახვილი მოიპარეთ.
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ე, ქურდბაცაცა, მომეცი ლაბადა!
დაიწყო ჩხუბი. ამ დროს გზაზე ამხერებული პრინცი მოდიოდა.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: აი ესაა ყველაფერში დამნაშავე. მახვილი მომტაცა და
ლაბადასაც თხოულობს.
მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: თვითონაა დამნაშავე. ლაბადა ხომ მე მომტაცა.
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ეს ორნი, რასაც გინდა, მოიპარავენ. ეს ყველაფერი ხომ ჩემია.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ტყუიხარ!
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: შენ თვითონ ხარ მატყუარა!
კვლავ საჩხუბრად მოემზადნენ.
პ რ ი ნ ც ი: შეჩერდით, შეჩერდით. რისთვის ჩხუბობთ? სულ ერთი არაა, ვის ერგება
ძველი ლაბადა ა ვის-გახვრეტილი ჩექმები?
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: არა, ასე არ გამოვა. ეს ლაბადა უბრალო არაა. საკმარისია
ჩაიცვათ, რომ მაშინვე გაუჩინარდებით.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ხოლო მახვილს შეუძლია გაჭრას ნებისმიერი ფოლადის
მუზარადი.
მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ჩაიცვამ ამ ჩექმებს და მაშინვე ათას რის გაიფრენ.
პ რ ი ნ ც ი: დიახ, ასეთი განძისათვის ღირს კამათი, მაგრამ განა არ შეიძლება გაიყოთ
ისინი უჩხუბრა, თითოეულს თითო ნივთი რომ შეხვდეს?
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: სცადა გაყოფა, მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ ამ მახვილით თავს
წაგაცლიან.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ეს კიდევ არაფერი. სხვა რამეა უარესი ვინც ლაბადას
ჩაიცვამს, რაც მოესურვება იმას მოიპარავს
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: ეგ რაა! ჩაიცვამ ჩექმებს და მოიპარე რაც მოგეწონება,- და
მოუსვი.
პ რ ი ნ ც ი: ჰო! სრულიად სამართლიანია, მაგრამ ჩხუბი რომ არ მოგივიდეთ, იქნებ
სამივე ნივთი მე მომყიდოთ?
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: როგორ მოვიქცეთ მივყიდოთ ამ ბატონს?
მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: რამდენად?
პ რ ი ნ ც ი: რამდენად... მოდით, ასე მოვიქცეთ.თქვენი ლაბადის მაგიერ მოგცემთ ჩემს
წითელ ლაბადას. ის მთლიანად მოქარგულია. თქვენი ჩექმების მაგიერ- ჩემს ჩექმებს
მოგცემთ, მოოჭვილია ძვირფასი თვლებით.ხოლო თუ ამ ოქროთი მოვარაყებულ
მახვილს მიიღებთ, არაფერს წააგებთ, თუ სამაგიეროდ თქვენსას დამითმობთ. აბა,
მოგწონთ ასეთი საფასური?
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: მე დიახაც, ამ ლაბადას მაგიერ მის ლაბადას ავიღებ.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი დ ა მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი. ჩვენც თანახმა ვართ.პ რ ი ნ ც ი: რაღას უცდით. მაშ, გავცვალოთ.
პრინცი ცვლის ლაბადას, მახვილს და ჩექმას, კვლავ ამხერდება ცხენზე და აპირებს ტყეში გზის
გაგრძელებას.
გზაზე ფუნდუკი არ შემხვდება?
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: როგორც კი ტყიდან გახვალთ, მაშინვე მიადგებით
ფუნდუკს “ოქროს რქა”. ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ.
პ რ ი ნ ც ი: გასაგებია მშვიობით. (გადის)
მ ე ს ა მ ე ა ვ ა ზ ა კ ი: სარფიანი საქმე გავჩარხეთ.არ მეგონა, თუ ასეთი ჩექმები
ექნებოდა.უყურეთ აბზინდაში ბრილიანტებია ჩასმული.
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: რითაა ცუდი მისი ლაბადა? ჩაიცვამ და მაშინვე ბატონს
ემსგავსები.
პ ი რ ვ ე ლ ი ა ვ ა ზ ა კ ი: ეს მახვილი ძვირფასია. ვადა და ქარქაშიც ოქროსი აქვს. და
მოვატყუეთ ასე ადვილად იმიტომ, რომ პრინცი, ეტყობა, ნამდვილი სულელია. ასე
არაა?
მ ე ო რ ე ა ვ ა ზ ა კ ი: სუ! კელებსაც კი ესმით, არყის ბოთლსაც კი შეუძლია
ალაპარაკება. მაშ წავიდეთ სამე და დავლიოთ.
და სამი ავაზაკი ხუმრობ-ხუმრობით მიდის პრინცის საწინააღმდეგო გზაზე.
2
ფუნდუკ “ოქრპს რქის” ტრაქტირი, კუთხეში ზის პრინცი და პურს ღეჭავს. მის გარდა, კიევ
შვიი-რვა ადამიანი-ყველა გლეხი.
ფ უ ნ დ უ კ ი ს პ ა რ ტ ო ნ ი: მალე პრინცესასქორწილი უნდა იყოს.
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ხო, ამბობენ, საქმრო კი შავი მეფე ყოფილა.
მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: ხმები დადის პრინცესას ეს მეფე ეზიზღება.
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: თუ ეზიზღება უმჯობესია გათხოვებაზე უარი თქვას.
პ ა ტ რ ო ნ ი: მაგრამ ეს შავი მეფე სამ ლარსა ფლობს, პირველი-სწრაფმავალი ჩექმები,
მეორე-ფოლადის მჭრელი მახვილი, მესამე-ლაბადა-უჩინმაჩინი. მას განზრახული
აქვს ყველა საჩუქრად მიართვას საპატარძლოს მამას, ამიტომ ჩვენი მეფე შეჰპირდა
პრინცესა მიათხოვოს.
მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: პრინცესა კი ცოდოა.
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ნუთუ არავინ სცაა მისი ხსნა?
პ ა ტ რ ო ნ ი: როგორ არა.სხვადასხვა ქვეყნის პრინცთა შორის, ალბათ არიან ისეთები,
ვისაც მისი ხსნა სურს, მაგრამ შავ მეფეს ვერავინ სჯობნის და სხედან
გულხელდაკრეფილნი.
მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: იმასაც ამბობენ, პრინცესა რომ არ მოიტაცონ, ხარბმა მეფემ
ურჩხული დაუყენა დარაჯადო.
პ ა ტ რ ო ნ ი:ამბობენ ურჩხული კი არა ჯარისკაცებიაო.
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი. ჯადომ რომ მქონდეს პირველი გავეშურებოი პრინცესას
საშველად.
პ ა ტ რ ო ნ ი: ცხადია, ეს ჯადო რომ მქონდეს, თქვენთან კი არ ვიჯდებოდი.
ყველა იცინის.
პ რ ი ნ ც ი (მოულოდნელად ერევა ლაპარაკში) ნუ იდარდებთ, მე ვიხსნი პრინცესას.
ყ ვ ე ლ ა: (გაკვირვებით) თქვენ?!პ რ ი ნ ც ი: დიახ, დიახ, გამოვიდეს ვისაც სურს, თუნაც შავი მეფე! (მკლავები დაიკაპიწა ა
გარშემო იყურება) ყველას სათითაოდ დავანარცხებ.
პ ა ტ რ ო ნ ი: მაგრამ, ამბობენ მეფეს სამი ლარი აქვსო.პირველი სწრაფმავალი ჩექმები,
მეორე...
პ რ ი ნ ც ი:...მახვილი,რომელიც ფოლა ჭრის? ის მეც გამაჩნია, შეხედეთ ამ ჩექმებს,
შეხეეთ ამ მახვილს.შეხედეთ ამ ძველ ლაბადას. ყველა ეს ლარი არაფრით
განსხვავდება იმისაგან, რაც შავ მეფეს აქვს.
ყ ვ ე ლ ა: (კვლავ გაკვირვებით) ეს ჩექმები?! ეს ლაბადა?
პ ა ტ რ ო ნ ი: (ეჭვით) თქვენი ჩექმები ხომ გახვრეტილია.
პ რ ი ნ ც ი: დიახ, თუნდაც, მაგრამ თუ გახვრეტილია, ჩაიცვამ, ნაბიჯს გადადგამ და
ათას რიგზე გაფრინდები.
პ ა ტ რ ო ნ ი: მართლა?
პ რ ი ნ ც ი: (დანანებით) შენ ფიქრობ, რომ ვტყუივარ.მაშ კარგი გიჩვენებ, როგორ
გავფრინდები.გააღე კარები. ღიაა? გაფრენას ვერ მოვასწრებ, რომ მაშინვე გავქრები.
პ ა ტ რ ო ნ ი: მაგრამ იქნებ ბატონმა ანგარიში გადაიხადოს?
პ რ ი ნ ც ი: ეგ არაფერია, ახლავე დავბრუნდები. საჩუქრად რა მოგიტანო? იტალიური
ბროწეული? ესპანური ნესვი? თუ, შესაძლოა, ლეღვი გვინდა შორეული არაბული
ქვეყნებიდან?
პ ა ტ რ ო ნ ი: თუ საჩუქარია, სულ ერთია, რა იქნება. აბა, გვიჩვენეთ, როგორ
დაფრინავთ.
პ რ ი ნ ც ი: მივფრინავ. ერთი, ორი, სამი!
პრინცი მთელი ძალითშეხტება, მაგრამ, პარმაღსაც ვერ აღწევს, გულაღმა ეცემა.
ყველა იცინის.
პ ა ტ რ ო ნ ი. ასეც ვიცოდი.
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ესეც შენი ათასი რი - ორი-სამი კენიც ვერ გაიფრინა.
მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: არა მან ათასი რი იქეთ გაიფრინა, ათასი რი აქეთ და ახლა ძველ
ადგილას დაბრუნდა
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: გეყოფა ხუმრობა. სულელური ამბავია. 
ყველა იცინის. პრინცი ძლივს დგება და დაღონებული მიბარბაცებს გასასვლელისკენ.
პსატრონი: შეიცადეთ, ანგარიში გაასწორეთ.
პრინცი უხმოდ მიუგდებს მას ფულს.
მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: საჩუქრები?
პ რ ი ნ ც ი: (ხელს მახვილის ვადაზე იდებს) რა?
მ ე ო რ ე გ ლ ე ხ ი: (უკან იწევს). არა, არა. არაფერი მითქვამს. (თითქოს თავისთვის)
მახვილით ხომ თავის მოკვეთაც შეიძლება?
პ ა ტ რ ო ნ ი: (მშვიდობიანად). ბატონი ჯერ კიდევ .ალზე ახალგაზრდაა და ამიტომ,
უმჯობესია, თუ მამის სამეფოში დაბრუნდება. რამდენსაც არ უნდა ეცადოს, შავ მეფეს
მაინც ვერ აჯობებს.ადამიანი, უწინარეს ყოვლისა, წინდახეული უნდა იყოს და
თავისი ძალები მოზომოს.
ყ ვ ე ლ ა: აუჯერეთ, დაუჯერეთ,მას თქვენთვის სიკეთე სურს
პ რ ი ნ ც ი: მეგონა, ყველაფერს, ყველაფეს შევძლებდი. (ტირის). მე თქვენი მრცხვენია.
(სახეს მალავს) ნეტავ, მიწა ჩამიტანდეს.
პ ი რ ვ ე ლ ი გ ლ ე ხ ი: ბატონმა ამ ლაბადის წამოსხმა სცადოს. შეიძლება მაშინ
გაუჩინარდეს.ორინცი: მხეცო! (ფეხებს აბაკუნებს). კარგი, დამცინეთ, რამდენიც გენებოთ. რადაც არ
უნდა დამიჯდეს, საყვარელ პრინცესას ვიხსნი შავი მეფისაგან! დაე, ჩექმებით ნუ
გავფრინდები ათას რიზე, მაგრამ მახვილი ხომ მაქვს. ლაბადაც. (გაცხარებით).
არა! მე მას, თუნდაც შიშველი ხელებით, ვიხსნი. ფრთხილად იყავით, მერე არ
ინანოთ! (გიჟივით გავარდება ტრაქტირიდან).
პ ა ტ რ ო ნ ი: რას იზამ. ნეტავ შავი მეფე არ მოკლავდეს.
3
მეფის სასახლის პარკი. ვარდებს შორის შადრევანი იფრქვევა.გარეშე არავინაა. რამდენიმე ხნის შემდეგ
შემოდის ლაბადაწამოსხმული პრინცი.
პ რ ი ნ ც ი: ჩავიცვი თუ არა ლაბადა, უჩინარი გავხდი. როცა ციხის კარიბჭეში
შევდიოდი, გუშაგები და ფრეილინებიშემხვდნენ, მაგრამარავინ გამაჩერა. მაშ,
შემიძლია ამ ლაბადით ნიავის მსგავსად, ვარდებს რომ ელამუნება, პრინცესას
სავანეში შევიპარო. ო, ვინ მოდის აქეთ? ეს ის პრინცესა ხომ არაა რომელზეც
მიამბობდნენ? ჯერჯერობით უნდა დავიმალო. ან კი რა საჭიროა. აქაც რომ ავრჩე,
პრინცესა ვერ დამინახავს. (პრინცესა მიდის შადრევანთან და ნაღვლიანად ოხრავს).
პ რ ი ნ ც ე ს ა: რა უბედური ვარ. კვირაც არ გავა და ეს საშინელი შავი მეფე აფრიკაში
წამიყვანს. აფრიკაში სადაც ლომები და ნიანგებია. (ჯდება ბალახზე) მსურს სულ ამ
კოშკში ვიცხოვრო. მინდა ვისმინო ამ შადრევნის ხმაური ვარდებს შორს...
პ რ ი ნ ც ი: რა მშვენიერია პრონცესა. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, მე მას
გადავარჩენ.
პ რ ი ნ ც ე ს ა: (შეშინებული უყურებს). თქვენ ვინა ხართ?
პ რ ი ნ ც ი: (თითქმის თავისთვის) ეშმაკმა დალახვროს! ტყუილად ამოვიღე ხმა.
პ რ ი ნ ც ე ს ა: ტყუილად ამოიღეთ ხმა? რა გემართებათ! რა სანდომიანი სახეა და აი...
პ რ ი ნ ც ი: სახე? თქვენ ჩემს სახეს ხედავთ?
პ რ ი ნ ც ე ს ა: რა თქმა უნდა ვხედავ, რა არის ამაში საკვირველი?
პ რ ი ნ ც ი: ამ ლაბადასაც ხედავთ?
პ რ ი ნ ც ე ს ა: დიახ, ძალიან ძველი ლაბადაა, არა? 
პ რ ი ნ ც ი: (დაბნეულად). მაგრამ თქვენ არ უნდდად შეგემჩნიათ.
პ რ ი ნ ც ე ს ა. (გაკვირვებით) რატომ?
პ რ ი ნ ც ი: ეს ლაბადაა, რომელსაც ჩაიცვამ და უჩინარი გახდები.
პ რ ი ნ ც ე ს ა: ასეთი ლაბადა მხოლოდ შავ მეფეს აქვს.
პ რ ი ნ ც ი: არა, ესეც ისეთია.
პ რ ი ნ ც ე ს ა: განა უჩინარი გახდით?
პ რ ი ნ ც ი: როცა გუშაგები და ფრეილინები შემხვნენ, მე ნამდვილად უჩინარი ვიყავი.
ამის დასტურად ისიც კმარა რომ ვისაც არ შევხვდი არავის გავუჩერებივარ.
პრინცესა: (იცინის) სწორია! ამ ძველ ლაბადაში უბრალო მოსამსახირედ მიგიჩნიათ
ყველამ.
პ რ ი ნ ც ი: მოსამსახურედ! (დაბნეული ჯდება) ჩექმების ამბავი განმეორდა .
პ რ ი ნ ც ე ს ა: ჩექმებს რაღა შეემთხვა?
პ რ ი ნ ც ი: ეს სწრაფმავალი ჩექმებია.
პ რ ი ნ ც ე ს ა:ისეთივე, როგორიც შავი მეფის ჩექმებია?
პ რ ი ნ ც ი:დიახ, ამასწინად ვცადე გაფრენა, მაგრამ ორი-სამი კენის იქეთ ვერ
წავედი.მაქვს კიდევ მახვილი. მან ფოლადიც კი უნდა გაჭრას...
პ რ ი ნ ც ე ს ა: სცაეთ რაიმე გაჭრა?პ რ ი ნ ც ი:არა, არაფერი არ უნდა გავჩეხო, სანამ თავს არ მოვაჭრი შავ მეფეს.
პ რ ი ნ ც ე ს ა: აი თურმე რა! თქვენ ჩამოხვედით რათა შეერკინოთ შავ მეფეს?
პ რ ი ნ ც ი: არა, საბრძოლველად არ ჩამოვსულვარ. თქვენს დასახსნელად ჩამოვედი.
პ რ ი ნ ც ე ს ა: მართლა?
პ რ ი ნ ც ი: მართლა.
პ რ ი ნ ც ე ს ა: რა ბედნიერებაა!
მოულოდნელად გამოჩნდება შავი მეფე. პრინცი და პრინცესა განცვიფრებული არიან.
შ ა ვ ი მ ე ფ ე: გამარჯობათ. ეს-ესაა ერთი ნახტომით აფრიკიდან ჩამოვფრინდი.
ხედავთ რა შეუძლიათ ჩემს ჩექმებს?
პ რ ი ნ ც ე ს ა. (ცივად). ახლა კი შეგიძლიათ ისევ დაბრუნდეთ აფრიკაში.
მ ე ფ ე: არა, დღეს მსურს მშვიად მოგელაპარაკოთ. (შენიშნავს პრინცს). ვინაა ეს
მოსამსახურე?
პ რ ი ნ ც ი: მოსამსახურე? (აგება აღშფოთებული) მე პრინცი ვარ. პრინცესას დასახსნელად
ჩამოვედი და სანამ აქა ვარ, ნებას არ დაგრთავთ, თუნდაც თითით შეეხოთ.
მ ე ფ ე: (გაზვიადებული თავაზიანობით) მე სამი ლარი გამაჩნია. თქვენთვის ეს ცნობილია?
პ რ ი ნ ც ი: მახვილი, ჩექმები და ლაბადა? მართალია, ჩემი ჩექმებით ერთ ტიოსაც კი
ვერ გაიფრენ, მაგრამ თუ ჩემთან პრინცესა იქნება, ასეთ ჩექმებშიაც ვერ შემაშინებს
ვერც ათასი, ვერც ორიათასი რი.ახლა შეხეეთ ამ თაბადას, მე ხომ მისი წყალობით
მიმიღეს მოსამსახურედ და შევძელი, პრინცესას წინაშე წარვმდგარიყავი. მაშასადამე,
მან პრინცი ყჩინმაჩინად აქცია. ასე არაა?
მ ე ფ ე: (დამცინავა) გეყოფათ ტრაბახი. უმჯობესია ნახოთ რა შეუძლია ჩემს ლაბაას.
(იცვამს ლაბადას, იმავე წუთს ქრება).
პ რ ი ნ ც ე ს ა: (უკრავს ტაშს). ა-ა, გაქრა, როგორც კი ეს ადამიანი გაქრა, მაშინვე
ბედნიერად ვიგრძენი თავი.
პ რ ი ნ ც ი: მეფის ლაბადა მოსახერხებელია. საჩვენოა, სწორედ.
მ ე ფ ე: (მოულოდნელად კვლავ გამოჩნდება. ლაპარაკობს საზიზღარი ხმით). სავსებით
მართალია - სათქვენოა. ჩემთვის არავითარი სარგებლობა არ მოაქვს ბალადას, მაგრამ
მახვილიც მაქვს. (პრინცსს ბოროტად შეხეავს) თქვენ ჩემს ბედნიერებას ხელყოფთ.
გიწვევთ ღირსეულ ორთაბრძოლაში.ჩემს მახვილს ფოლადის გაჭრაც კი შეუძლია.
თქვენი თავი მისთვის არაფერია. (იშიშვლებს მახვილს).
პ რ ი ნ ც ე ს ა: (სწრაფად დგება და პრინცს ეფარება). თუ თქვენი მახვილი ფოლად ჭრის,
შეგიძლიათ ჩემი მკერდიც განგმიროთ.
მ ე ფ ე: (უკან იხევს). არა, ჩემი მახვილი თქვენ ვერ მოგკლავთ.
პრინცესა: (ამცინავად). ნუთუ ჩემი გულის განგმირვა არ შეუძლია? თქვენ ხომ ამბობდით,
რომ ის ფოლადსაც ჭრის.
პ რ ი ნ ც ი: მოითმინეთ. (პრინცესა გვერდზე გაჰყავს) მეფე მართალს ამბობს. მისი
მოწინააღმდეგე ვარ და ვალდებული ვარ პატიოსნად შევებრძოლო. (მეფეს). აბა
დავიწყოთ ორთაბრძოლა. (იშიშვლებს მახვილს).
მ ე ფ ე: თუმცა ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ნამდვილი ვაჟკაცი ბტძანდებით. მზადა
ხართ? შეეხებით მახვილს - სიციცხლეს გამოეთხოვებით. უყურეთ!
მეფისა და პრინცის მ,ახვილები გადაჯვარედინდებიან და უცებ მეფე ლერწამივით გადაჭრის პრინცის
მახვილს). როგორ მოგწონს?
პ რ ი ნ ც ი: ჩემი მახვილი მართალია გადატყდა, მაგრამ მაინც არ დაგნებდებით. 
მ ე ფ ე: მაშ გავაგრძელოთ ორთაბრძოლა?
პ რ ი ნ ც ი: რა თქმა უნდა. აბა, მომოახლოვდით.მ ე ფ ე: არა ორთაბრძოლა შეიძლება არ გავაგრძელოთ. (მოულოდნელად მოისვრის
მახვილს). თქვენ გაიმარჯვეთ. ჩემი მახვილთი არაფრად მიღირს.
პ რ ი ნ ც ი: (გაკვირვებული უყურებს). რატომ?
მ ე ფ ე: რატომ? თქვენ რომ მოგკლათ პრინცესა უფრო შემიჯავრებს. განა არ
გესმითეს?
პ რ ი ნ ც ი. არა, მე მესმის. იმიტომ, რომ თქვენც შეიგნეთ ეს. 
მ ე ფ ე: (დაფიქრებული) მეგონა, რომ სამი ლარის მპყრობელი, პრინცესას მფლობელიც
გავხებოდით, მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.
პ რ ი ნ ც ი: (მეფეს მხარზე ხელს დაადებს). მე კი მეგონა, რომ ვფლობდი რა სამ
ლარს,პრინცესას ხსნას შევძლებდი, მაგრამ ჩანს, მეც შევცდი.
მ ე ფ ე: დიახ, ჩვენ ორივე ვცდებოდით. (იღებს პრინცის ხელს). მოდით შევრიგდეთ.
უმორჩილესად გთხოვთ პატიებას.
პ რ ი ნ ც ი: თქვენ მაპატიეთ. ახლა ვერც გაიგებ, ვინაა გამარჯვებული.
მ ე ფ ე: არა თქვენ დამამარცხეთ. მე თვით დავამარცხე ჩემი თავი. (პრინცესას) აფრიკაში
ვბრუნდები. ასე რომ, დამშვიდდით გეთაყვა. პრინცის მახვილმა, ფოლადის მაგიერ,
ჩემი გული განგმირა, უფრო მაგარი ვიდრე ფოლაია. საქორწინოდ მოგიძღვნით სამ
ლარს: მახვილს, ჩექმებს და ლაბადას. და თუ ეს სამი ლარი გექნებათ, ქვეყნად არ
მოიძებნება ბოროტი სული, რომელსაც შეეძლება თქვენ ზიანი მოგაყენოთ, მაგრამ
თუ გამოჩნდება ვინმე არამზადა, მაშინ სამეფოში მაცნობეთ. ნებისმიერ დროს
მილიონი შავი მხედრით მოგეშველები, რათა დავსაჯო თქვენი მტრები. (ნაღვლიანად).
თქვენს მოლოინში, აფრიკის დეაქალაქის შუაგულში, თქვენთვის ავაგე მარმარილოს
სასახლე. სასახლის ირგვლივ ლოტოსები ყვავის. (პრინცს). თქვენ კი ზოგჯერ ჩაიცვით
ეს ჩექმები და ჩქმოფრინდით ჩემთან გასართობა.
პ რ ი ნ ც ი: აუცილებლად ჩამოვფრინდები სტუმრად.
პ რ ი ნ ც ე ს ა: (შავ მეფეს გულზე ვარდს აბნევს). დამნაშავე ვარ თქვენს წინაშე. არც
ამესიზმრებოა, რომ თქვენ ასეთი კეთილი ხართ. იყავით დიდსულოვანი ჩემ მიმართ.
მე ნამდვილად ძალზე დამნაშავე ვარ. (მეფის მკერდზე მიყრდნობილი ბავშვივით ტირის).
მ ე ფ ე: (პრინცესას თმებზე ხელს უსვამს). გმალობთ. ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ამის
მოსმენა. მეც ხომ რაღაც ბოროტი სული არა ვარ. შავი მეფე, ავ სულს რომ
ჩამოჰგავდეს, მხოლოდ ზღაპრებშია. (პრინცს) ასე არაა?
პ რ ი ნ ც ი: ჭეშმარიტად. (მიმართავს მაყურებელთა არბაზს). მეგობრებო, ჩვენ სამმა
გავიღვიძეთ. შავი მეფე, ავ სულს, რომ ჩამოჰგავს და პრინცი სამ ლარს რომ ფლობს,
მხოლოდ ზღაპარშია.მაგრამ რაკი გავიღვიძეთ, აღარაფერი გვესაქმება. ზღაპრების
ქვეყანაში. ჩვენს წინ ნისლში მოჩანს უსაზღვრო სამყარო. და ჩვენ ყველანი ვარდებისა
და შადრევნების სამყაროდან ამ სამყაროში შემოვდივართ. უკიდეგანო სამყაროში! ის
საშინელია, ის მშვენიერია, ეს სამყარო - დიდი ზღაპრის სამყარო! არ ვიცი, რა
გველოდა ამ სამყაროში, - დარდი თუ სიხარული. ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ,
უნდა ვიაროთ ამ სამყაროში, როგორც მამაცმა მეომრებმა.

??????