ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

რისთვის? 

Lasciate ognisperanra vo! chʼentzate*
დანტე

სევდიანი და დაღვრემილი ვიდექი ობლად,
ჩემი დემონი ხარხარებდა ჩემსვე მახლობლად.
„თუნდა მოკვდეო“, გაცხარებით დაიხრიალა,
გამომაცალა სასიცოცხლო გრძნობა და ძალა.
ეს მახსოვს მხოლოდ, ბუჩქში გავწევი
და ბალახებში თავი ჩავღუნე,
გრძნობით კი კარებს ჯოჯოხეთისას
მივადექი და დავაკაკუნე.
გამომაფხიზლა იმავ დემონმა
იმავ ფიქრისთვის, იმავ კვნესისთვის,
მან ჩემს თვალებში ამოიკითხა
საბედისწერო - „რისთვისო, რისთვის?“
მას აქეთია მე ჯოჯოხეთს სულით ვატარებ,
მას აქეთია ვცოცხლობ მხოლოდ დემონთა ცისთვის,
ღამეს ვათენებ და დღის ციმციმს ისევ ვაღამებ,
თავში კი ისევ მიტრიალებს: „რად ვცოცხლობ, რისთვის?“

1909

??????