ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ედარებოდა შეშლილს 

მაშინ ტოვებდა ყველას და ყოველს
და ფეერიულ ალში მცურავი,
ედარებოდა შეშლილ ბეთჰოვენს
დაუნდობელი და მომდურავი;
და მიდიოდა უბედურ ქარში,
რა იყო ქარი ერთადერთისთვის,
სამგლოვიარო მან შეჰქმნა მარში,
რომ წყევლა-კრულვა ეთქვა ღმერთისთვის.

1915

??????