ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მეგობრის ხსოვნას 

მიუძღოდი ჯარს, ჭიხვინებდა შენი მერანი -
ომში წასულთა ზიარება გებარა ოდეს -
წინ მიდიოდენ მედროშენი, მოსიმღერენი,
ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.

უკანასკნელად გიღიმოდენ გზაზე ქალები,
გეუბნებოდენ: საქართველო შენი გახსოვდეს.
ბედნიერებას გპირდებოდენ მათი თვალები.
ერთი მათგანიც აღარ მოვა აქ არასოდეს.

მუსიკა, ცრემლი, საქართველო: ზრუნვის საგანი..
თითქო ყველაფერს კარი მძიმედ გადარაზოდეს,
ოჰ, არასოდეს არვინ მოვა იმათთაგანი -
ოჰ, არასოდეს არ ამოვა მზე, არასოდეს!

1920

??????