ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

გააფთრებული რომ იყოს ვეფხვი 

გააფთრებული რომ იყოს ვეფხვი,
მკაცრ თვალთაცქერას გაექცე ვერსით,
და გაგიწვება ფეხებთან კვდომით,
დამონებული მშვიდი ალერსით.
გულში ტროპიკის შუადღით ცხელა,
ოცნება მიჰქრის ველურ ცხენებით
და მოკლულია ყოველგან ყველა -
დაუნდობელი გადაჭენებით.
ცხოვრება ბედთან გადიქცა ბრძოლად,
სულს კი მარადის სურს ციერება.
გამარჯვებათა მე ვიგრძენ მხოლოდ
ეს უდიდესი ბედნიერება.

1925

??????