ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

იღიმებიან სახლები 

ვარდებში ქარი ფათურებს,
აფეთქებულან ბაღები,
დღეს აღარ აუმადურებს
გულცივი, წყალწასაღები.
იღიმებიან სახლები -
გაჰქრა შიმშილი, სიცივე,
დამშვიდებული ძაღლები
ქუჩებს ერთგულად იცავენ.
ყველამ იპოვა საფარი -
ვინც ეხლა უმეზობლოა,
გაჰქრა წარსული ზღაპარი,
ეხლა დამშვიდდი, მსოფლიო.

1925

??????