ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ისევ მაისის მათრობს თვალები 

ისევე მაისის მათრობს თვალები,
ისევე სავსე მზით და ვნებებით,
გაჩნდენ ნათელი თებერვალები,
ეხლა მცხოვრებნი მოგონებებით.
მათში აფეთქდა სიოს სისინი
და სამუდამოდ ატყდა იებად,
ო, გაუმარჯოს, გრძნობენ ისინი
სიყვარულს, სითბოს და პატიებას.

1927

??????