ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

და ბევრი რამ მინდა გიამბო 

მინდა გიამბო... და ბევრი რამ მინდა გიამბო,
მშვიდობიანი აღარა მაქვს ცხადი და ძილი,
რაც რომ ერთმანეთს ჩვენ დავშორდით ცხოვრების ზღვაზე,
რაც რომ მე შენი არ მინახავს კარგი ღიმილი.

მე კვლავ ვნახულობ შენს სამარეს, იგი პირველი
შენი ალერსი გაციებულ გულს არ სჭირია.
ნეტავი მხოლოდ ცრემლი მქონდეს! დიდი ხანია,
დიდი ხანია, რაც იმგვარად არ მიტირია!

1927

??????