ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს 

ღრუბლები ჰგვანან ამღვრეულ ტვინებს,
ციდან ცრემლები მოდის ჩაფებით.
გრგვინვა ციდან ცით მიაგვირგვინებს
ელვას - კივილთა აკიაფებით.
განრისხებულა თვითონ ზევესი,
დორბლმორეული თეთრი მელანით.
დაკარგულია გზა მოხევესი...
ბნელდება. ღამე. მიეშველენით.

1927

??????