ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ევროპა, როგორ არ იცი... 

ციკლიდან „პაციფიზმი“

ევროპა, როგორ არ იცი,
მიდის ეს მწარე ზამთარი -
ღამის რაინდი - ჭოტია,
მგელს ღამე უყვარს ავდარი.
მივაგნებთ იმათ ბუნაგებს,
ზაფხული ხალებს დააგებს,
იცოდე: ბრიყვის მონაგებს
ისევ ჭკვიანი წააგებს.

1930

??????