ალხაზიშვილი გივი
გაზიარება

გადახვეწილებს 

გადმოფრინდი, გადმოფრინდი
პირველივე რეისით,
ყველაფერი იქნება,
ისიც და მერე ისიც.
ცაში ხარ და ვერ მირეკავ,
რად აწვალებ ტელეფონს,
ნეტავი თქვენ, ნეტავი თქვენ,
მარად უდარდელებო.
ხედავ ილუმინატორში
ღრუბლის დელფინარიუმს,
თითქოს ახალ მთვარესავით
უჩანს ტერფი მარიამს.
ლუკმა პურის საძებნელად
ჭირს თავი აკორტნინე,
მოდებიან ქართველები
თურმე ყველა კონტინენტს.
ყველას ნანას გიმღეროდით
გვიან ღამით, ძილის წინ,
დარდის გასაქარვებლად და
მწარე ხვედრის წილის წილ.

??????