ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

უმშვენიერეს კიბეზე 

ციკლიდან „პაციფიზმი“

უმშვენიერეს კიბეზე
უეცარ ფიქრით შევდექი:
ბრწყინავდა მარმარილოთა
ზეასვლა შემდეგ-შემდეგი.
უმშვენიერეს კიბეზე
ვთქვი: ნათელ საფეხურებით
იწყებდნენ შკოლის კიბიდან,
წიგნით რომ მივეშურებით -
აქ, ამ კიბემდე მომავლის
ღრმა სიბრძნით თვალ-ანახელი,
საიდანაც სჩქეფს სიმართლე
და წინსვლისაკენ ძახილი.
ურთულეს ბრძოლის მიზანი,
საკაცობრიო იდეა -
იგივ კიბეა მსვლელი იქ,
სად გამარჯვების კიდეა.

1930

??????