ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * კორეკტურაც გადავდევი... 

კორეკტურაც გადავდევი,
ზედ დავადე კლიშე.
ჰონორარი თუ მიიღო,
მოდი, დაგვპატიჟე.

ლადო მაჭავარიანი
გართული ვარ სტამბით...
რაკი ღვინოს აღარა ვსომ,
მაწურავენ ბამბით.

1933

??????