ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

გაურკვევლობა 

არის შენს გულში მწარე
განადგურება მკვდარი,
როცა ზიზღია არე,
როცა ვერ სუნთქავს ქნარი.
როსმე მჩქეფარე, ცხელი
გაყინულია სისხლი,
თვალთაც არა აქვთ ცრემლი,
გულს - შებრალება სხვისი.
და შეკითხვაზე: „შენს გულს
რა დაემართა, რა სურს?“
ცისკენ აღაპყრობ ხელებს,
კაცთ კი არ მისცემ პასუხს!

1935

??????