ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

უცხოელ პოეტს 

ჩვენში: „გაგვიძეღ, ბერო მინდიავ,
მუხლი მაიბი მგლისაო“ - მღერდნენ.
თქვენში კი - ერთობ სხვა ამინდია,
მგოსნებიც თქვენი გადასხვაფერდნენ.

რა სასწაულით, რა საწყაულით
პოეტი უნდა შეიქნეს მოგვი -
მუხლები თუ აქვს გადატყაული
ბატონების წინ ხვეწნით და ჩოქვით.

არვინ მიენდოს ამგვარს იოტით!
პოეტი მართლა პოეტი თუა -
არც ერთ მლიქვნელის და იდიოტის
სწრაფვას იმისას არ აჰყვეს ჭკუა!

1935

??????