ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

ესპანეთის გმირებს 

აი, ნამდვილი გმირთა-გმირობა
და თავდადება,
ნაყოფით მისით ქვეყანა მალე
ათავთავდება.

დრო მოვა, ძმებო, და ჩვენ მოვნახავთ
ხიდეს გადებულს.
მივესალმებით კიდევ ერს მებრძოლს
და თავდადებულს!

1936

??????