ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * ეს ოცი წელიწადია... 

ეს ოცი წელიწადია -
სამშობლოვ! გულით მწადია -
რომ გარს გეხვიოს, რაც ქვეყნად
სინათლე-სიდიადეა.
გადამთიელი გადია
სწუხს: ბევრი ღამე ათია -
არ სძინავს გაბოროტებულს,
ეს ოცი წელიწადია.

ეს ოცი წელიწადია,
რაც შუქი ქვეყნად ანთია,
ლენინის სწავლა-მოძღვრება
მისი ფარ-მუზარადია.
სტალინი ის საათია...

1937

??????