ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

მეგობარ პოეტს 

სანამ ცოცხალი განიცდი
ხალხის წამება-იარას -
სანამდის მეფობს დაცინვა,
შენაც ნუ დაჰყრი იარაღს.
შენთვის უცხოა ლაჩარი,
გულგატეხილი, ეული,
პოეტის ჩანგი მარადის -
ხალხის ხმითაა გრძნეული.

1940

??????