ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

* * * რა მშვენიერია ცა საქართველოსი... 

რა მშვენიერია ცა საქართველოსი,
საბჭოთა ტყე-ველი, ზღვა!
ასეთი წარმტაცი, ასეთი ლამაზი
ვერ ნახოთ თქვენ მხარე სხვა...

ჩემო სამშობლოვ, ველად გაშლილო,
ვუმღერ შენს დიად მზეს -
გმირთ ვაჟკაცობას, ახალგაზრდობას,
უძლეველსა და მხნეს!

1941

??????