ტაბიძე გალაკტიონ
გაზიარება

თრთის დასავლეთი 

თრთის დასავლეთი, აწითლებს ზღვას
ზეცის კაშკაში.
ზეცის კაშკაშში არეულა
უცხო ხაშხაში.
თანდათან ციდან ძირს ეშვება
ღამე სამხრეთის,
ნელი მიბნედით გადივლის ზღვას
და მთებში შედის.
- ღამე მშვიდობის, - ამბობს ქალი.
ცა მოწამეა.
- ღამე მშვიდობის, მაგრამ განა
ეხლა ღამეა?
რამ დააღამა?! გულში დილა
გათენდა გრძნობის.
დილა მშვიდობის! შენ კი ამბობ:
ღამე მშვიდობის.

1941

??????