სლოვაცკი იულიუშ
გაზიარება

II სონეტი ექსკლიუზივი

შემოდგომაა და წყაროზე დაჭკნა ყვავილი,
ქარმა აშალა ჩამოცვენილ ფოთოლთა კორდი,
მუხა მარჯნებით და არყისხე ბრწყინავს ოქროთი,
მერცხლის სული კი რაღაც შფოთვით არის ავსილი.
 
— დროა, გავფრინდეთ, ხარ მეგზურის გულში მპოვნელი,
გავფრინდეთ, — უხმობს იდუმალი მერცხლის მოლოდინს,
მოწყენილია, უნდა გაჰყვეს ძახილს ბოლომდის,
რტოებს მოწყდება და დამალავს სივრცე სოველი...
 
როცა გაისმა შორ ქროლვათა ნარნარი ქორო,
ამ სხვენზე აღარ მოფრენილა მერცხალი კვალად,
რადგან ფრენისას ზღვის ტალღებში ეპოვა ბოლო.
 
ლაურა! შორეთს მიმავალი უბედურ მგზავრად,
იქნებ დავბრუნდე და შენს გულზე სიმშვიდე ვპოვო,
მაგრამ ფუჭია ეს ოცნება... მშვიდობით მარად.

??????