ქებურია ბელა
გაზიარება

გავდივარ ბოლო სადგურიდან ექსკლიუზივი

ო, როგორ მინდა, რომ არ მტკიოდე...
მიწაზე _ ფეხშიშველი დავდიოდე,
მზის სხივი პერანგად ჩავიცვა და...
ვარსკვლავი ღილ-კილოზე დავაბნიო,
ყველა _ გზა შენ რომ გსურს – ამირიო,
უცებ დალაგდეს და გაიმართოს...
თანაც მეგობარი (ათიოდე)
მიწაზე ღიმილით დადიოდეს...
მათი დაღლილი სხეული და
ნაღვლიანი მზერა არ მტკიოდეს.
და მაინც... მაინც და... წყვეტილები,
ციდან მიწაზე გაბმული და...
ალბათ მეც ამიტომ მეტირება...
გავდივარ ბოლო სადგურიდან!...

??????