ქებურია ბელა
გაზიარება

ნუთუ ექსკლიუზივი

შენს მზიან დღეებს
დაათოვა ეჭვის ფიფქებმა,
სიტყვები შენი –
დედოფლებად ვეღარ ირთვება.
შენი მწუხარე გახელება
და გაოგნება,
ვერ აიტანა ვერც გულმა
და ვეღარც გონებამ.
გადიან წლები, იფერფლება
ნატვრა და ფიქრი,
აზრი-კი მირბის, აზრი მირბის...
იქით და იიქით...
რაღაც უცნაურ მოლოდინით
დამძიმდა სული,
ის-კი, დიდების კვარცხლბეკიდან
უკვე ჩასულა...
გაუყვა ქუჩას, მჭვარტლიან
და დახუთულ ქუჩას,
ეძახდი, მაგრამ არც მოგხედა
და შეგეურჩა...
_ საით ძვირფასო!
ჩემი ყოფის ანო და ჰოევ!
მითხარი, სწორფერს
_ ჩემებრს სტოვებ
და სულ სხვას ჰპოვებ?!
შემოგარენი შემობურა
შავმა შიშებმა,
მინდა გავიქცე,
მაგრამ არსად აღარ მიშვებენ...
ნუთუ მთავრდება?! ყოველივე,
ნუთუ, მთვარდება?!
_ ღმერთო მიშველე!


??????