ქებურია ბელა
გაზიარება

* * * გაწვიმდა ექსკლიუზივი

გაწვიმდა. ღრუბლებში გაეხვია
მთაწმინდა, როგორც ქვრივი ქალი,
სველ ქუჩებს გზები აერიათ
და ყველა ქვემოთ მიიჩქარის.
დიღმიდან მოვარდნილი წვიმის თქეში
ვაკეში, ვერაზე გადავიდა,
მთვარე ჩამოგორდა მტკვრის
ტალღებში,
ვარაზისხევის დაღმართიდან.
საღამოს კაბაში გამოწყობილ
ღამეს, გადაქანცულს _ ფერი მისდის,
მზე ქუჩებს ორთქლში ისე ახვევს,
მეჩვენება _ ქალაქი კაბას იცვლის.

??????