ქებურია ბელა
გაზიარება

ვგონებ ექსკლიუზივი

ვგონებ მიხმობდი... ჰა, მეც გეახელ,
როგორ მღელვარე, მაგრამ მორჩილი.
რა ძნელი გზებით მოველ შენამდე,
შენ მოგისწრია მგონი ქორწილი.
რა ქორწილია, როს მეფე არ ჩანს,
არც დედოფალი ფატაწაკრული,
გახუნდა ჩემი განცდათა ფარჩაც _
მარტის თოვლივით ფერდაკარგული.
დავიგვიანე... (თუ გვიან მიხმე?)
ოი, ტკივილი გულს როგორ ბზარავს,
რატომ მჯეროდა ბავშვურად ისევ,
რომ მქონდა შენთან შეხვედრის ძალა...
აფორიაქდა სულიც და სივრცეც...
გიხმობ, განვიცდი _ ვხვდები ამაოდ!
ნუ გახვალ სხვათა ტაშსა და „ბისზე“,
არ გაგიხადონ სამასხარაოდ...
ეს მე მიყვარხარ მთელი სიწრფელით,
განცდათა ჩემთა მთრთოლვარე ფესვო,
შენ ხარ „გრაალი“,
„ლურჯი ფრინველიც“,
ჰა, სადაცაა მოსულო ლექსო!

??????