ქებურია ბელა
გაზიარება

ვიცი ექსკლიუზივი

ვიცი, უამრავ რამეს უნდა ვუთხრა
უარი,
უნდა ვისწავლო მოთმინება და თავის
დახრა,
არა იმიტომ, მიფარავდეს სახეს ვუალი,
უბრალოდ მინდა, ავარიდო ეს გული
დაღლას.
ვიცი, გაცივდა, მიინავლა განცდა
ერთგული,
დღეს ძლიერ ფასობს პირმოთნე
და ორგული ხალხი,
არა იმიტომ, სანდო ქვეყნად
არვინ მეგულვის,
უბრალოდ მინდა, ავიცილო
სინდრომი დაღლის.
ვიცი, მრავალმა გაიბზარა
გრძნობები წრფელი,
მათი თვალები სულ მომწვანო
ფერით ბრიალებს,
არა იმიტომ, რომ წმინდანის
მქონდეს სახელი,
უბრალოდ მინდა, სხივად
შევრჩე ადამიანებს.
ვიცი, დაჭრილი მამული რომ
იცლება სისხლად,
უმეტესწილად შვილებისგან
გაყიდულია,
არა იმიტომ, რომ არ უღირთ
მამული ფრჩხილად,
უბრალოდ დროა და სხვაგვარად
არ შეუძლიათ.
ღმერთო, შემინდე! ეს ცხოვრება
მექცა გალიად,
ფრთები... ო, ფრთები
მესიზმრება დიდი ხანია.

??????