მამედლი იმირ
გაზიარება

ბილიკი ექსკლიუზივი

ბილიკი მახსოვს, მქრალი ბილიკი
არც სოფლელები იყვნენ იმდენნი,
თანაც არც იმდენს მიმოდიოდნენ,
რომ დაემჩნიათ სამარადისოდ;
არც ბალახები იჩენდნენ ხოლმე
გულმოდგინებას, რომ ერთხელ მაგრად
გადაეკერათ ბილიკის გამო
ჩამორღვეული მწვანე მინდორი.

ბილიკი მახსოვს მქრალი ბილიკი
აკავშირებდა სოფელს დაბასთან,
საიდანაც ქალაქისაკენ
ავტობუსი გადიოდა დღეში ერთხელ,
რვის ნახევარზე.

??????