მამედლი იმირ
გაზიარება

შეხვედრა ექსკლიუზივი

(ო-თ-ს)

აქა გნახე მაშინ შენი
ორი ცოლის თანხლებით
გვერდებს როგორ გიმშვებედნენ
გამხდრები და მაღლები

ვითომდაც ვერ შეგამჩნიე,
ჩაგიქროლე ქარივით,
ორი ფიქრი ჩამრჩა გულში
შენი ორი ქალივით.

ეს რა ვქენი მუსლიმანმა,
ჩემს ქრისტიან მეგობარს
ავერიდე, - საძრახისი
სატანჯველად მეყოფა.

თუმცა ის ჯობს, გულს ჩავუქრო
სახიფათო დენთები.
აქ ჩავლისას მუდამ ორი
ცოლით გამახსენდები. 

??????