მამედლი იმირ
გაზიარება

უჟამო ჟამი ექსკლიუზივი

უჟამო ჟამი მაჟრჟოლებს
არ ვიცი, რა ამინდია,
ფეხზე მკიდია სიცივე,
რომელიც ფეხზე მკიდია.
კაცია ცერცვისოდენა,
დარდი კი, დარდი დიდია,
ვით ჭინჭველი და ნამცეცი
კაცი და დარდი მიდიან.
კაცს პირობითად კაცს ვეტყვით,
ისე კი ხომ დარდმზიდია ...
ფეხზე მკიდია სიცივე
რომელიც ფეხზე მკიდია.
მე რომ მუნჯივით მამყოფებს,
სიფრთხილია და რიდია.
ფლიდი ჟამია, მოკვდავს კი,
გონია თავად ფლიდია. 
თუ დანის პირზე მიდიხარ
მარცხვნივ და მარჯვნივ კიდეა
ფეხზე მკიდია სიცივე,
რომელიც ფეხზე მკიდია.
აქეთ სიცოცხლე თავდება,
იქით სიცოცხლე კიდეა.
არა ჩანს ზეცა ჩვენს შორის,
ლურჯი, ცისფერი რიდია.
კვეცხიც ქათამიც მერია,
ჯერ იბადება იდეა.
ფეხზე მკიდია სიცივე,
რომელიც ფეხზე მკიდია.

??????