მამედლი იმირ
გაზიარება

დასასრულის მერე ექსკლიუზივი

სულ ყველაფერი რომ დამთავრდება
მაშინ ჩამოწვება წყვდიადივით უკიდეგანო
და უძირო იგი სიჩუმე,
რომელიც იტევს
დასაბამიდან აღსასრულამდე
მომხდარს და განცდილს.


მაშინ თუ სადმე ჭოტმა იკივლოს,
ან და ტრამალის ეულმა მგელმა დაიყმუილოს,
ისე განსაჯე, ვერ დაეტია ერთი ტკივილი
ყველაფრის მომცველ ამ სიჩუმეში,
გალიპლიპებულ სასმისიდან რომ
ზედმეტი ღვინო გადმოიღვრება,
აი, ისე გადმოიღვარა.

??????