მამედლი იმირ
გაზიარება

სიტყვის მეტამორფოზი ექსკლიუზივი

სიტყვა "მეგობარი"
მსახიობივით სამოსსა და ხასიათს იცვლის
როლისა და მდგომარეობის შესაბამისად.
მეგობარო! -
თუ მოგაძახეს, ბრალდებას ნიშნავს;
მეგობარო!! -
თუ მაშინვე გაგიმეორეს,
მსჯავრდებული ხარ;
მეგობარო!!! - 
თუ კიდევ ერთხელ გაგიმეორეს,
განაჩენია.

??????