მამედლი იმირ
გაზიარება

განკითხვის დღე ექსკლიუზივი

არ ვინ იქნება მესამე,
მესამე მე თვით არც მსურს.
მხოლოდ კაცი და მესია,
და კაცი აგებს პასუხს.

ის კითხავს: კაცო, სახლკარი
ამიწიოკე რატომ?
ეს ეტყვის: ვიყო მზაკვარი,
თუ შეგხვედროდე ბატონს.

ის კითხავს: ლაღი სიმღერა
რად ამიტირე მაშინ?
ეს ეტყვის: გხედავ პირველად,
ღმერთო გეშლები სხვაში.

ის კითხავს: ჩემსავ ბუდეში
რატომ დამჩაგრე ერთობ?
ეს ეტყვის: ვაი, ბოდიში
არ მინახიხარ, ღმერთო.

შიშველი რად არ შემმოსე?
პური არ მომეც მშიერს!
იცხოვრე სულ შენს გემოზე
და მე დამშორდი ძლიერ...

ყველა, ვინც შეგხვდა მე ვიყავ,
უწყის ცამა და მიწა,
რაც ჰქენი, ეს სულ მე მიყავ,
ერთ ხელაც კი ვერ მიცან.

... არ ვინ იქნება მესამე,
მესამე მე თვით არც მსურს.
მხოლოდ კაცი და მესია,
და კაცი აგებს პასუხს.

??????