მამედლი იმირ
გაზიარება

საქართველოს დილა ექსკლიუზივი

1

თითქოს ცისქარმა სოფლის ქალივით
ცხელი თონიდან ამოაგდო ქართული პური,
მზე ისე უცებ ამოსრიალდა.

და მერე იმავ დიასახლსმა
ლასლასა მთვარე
შოთი პურივით ჩააკრა დაისს,
რომელიც ალბათ
ხვალამდე ახალ მზედ გამოცხვება.

2

მზე ჰორიზონტზე გაწვა დაღლილი,
დაღლილი გაწვა დაისის კართან.
სოფლელი კაცის მდიდარ დახლივით
მზე ყველა სხივში მალავდა მართალს

და დასალიერს ჩაცურდა ყვითლად,
დღეც ჩაიყოლა ერთის დაწოლით...
სიწითლე შერჩა ჰორიზონტს დიდხანს,
ვით მწვანე მინდორს ვეფხვის ნაწოლი.

??????