ჩხეიძე ზაალ
გაზიარება

გთხოვთ 

გთხოვთ, მომიტეოთ,
წეღან ჩემს გვერდით,
მაგიდაზე,
დაგრჩათ მარაო,
ან შეიძლება განზრახ დატოვეთ,
ჰოდა, მოგართვით.
თქვენზე მსმენია,
ზეციდან მზე მოიპარაო
და
უპეებით ატარებსო ორად გახლეჩილს.
(საუბრის ფონად სიკეკლუცე, ცოტა სიცელქე,
ოდნავ დამღლელი სიმსუბუქე და ჰარმონია)
ნუკი შემრისხავთ,
მაგრამ ალბათ მართალს ამბობენ,
აბა, ამსიგრძე 
ღამე
მე არ გამიგონია..

??????