ინჯია ჯემალ
გაზიარება

ვარდფენობა 

როდესაც დგება ვარდფენობა,
მშვენიერია ქართველობა.
მე შენ სიყვარულს არ გისურვებ,
თუ არ აღმერთებ ვარდის სურნელს.
გთხოვ, წინაპრების ძვალშესალაგს
შეხედო, იგრძნო, რამ შესცვალა.
გაიგე, ვარდმა დაათოვა
ერეკლესა და საათნოვას.
ერთ ნატვრასაც არ აგისრულებ,
თუ არ აღმერთებ ვარდის სურნელს.
ქალებიც თითქოს ვარდებია,
იცრემლებიან, წყნარდებიან
და მეც მედება უკვე ჟინით
მოშველებული ნუგეშინი.
გამოდი გარეთ, კარი გახსენ,
ნუ დაყურსულხარ ხარიხაზე,
შენც მოიგონე წინაპრები -
აიდის ქვეყნის სინაბრები.
ნახე ძეები, ქალწულები
და კიდევ ერთხელ დარწმუნდები,
როდესაც დგება ვარდფენობა,
მშვენიერია ქართველობა.

??????